დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ

სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ

07-01-2025 16:00:00

შინამეურნეობების სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს, რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგია, თუმცა არაჰეჯირებული მსესხებლების სავალუტო რისკი კვლავ საყურადღებოა გაცვლითი კურსის მერყეობის პირობებში, - აღნიშნულია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში. 

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, შინამეურნეობების სესხების დოლარიზაცია 28 პროცენტამდე შემცირდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ დედოლარიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შედეგიანობაზე მიუთითებს.

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხის ლიმიტი, ეტაპობრივად, 400,000 ლარამდე გაიზარდა7, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 10 წელია, შედეგად, შინამეურნეობების, განსაკუთრებით იპოთეკური სესხების, დოლარიზაცია შემცირებულია, შესაბამისად, არაჰეჯირებული მსესხებლების სავალუტო რისკიც.

რეგიონში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში გაცვლითი კურსის დინამიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა სავალუტო რისკის საფრთხეს ზრდის. თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ მიღებულია შესაბამისი ზომები, რაც რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსების მერყეობიდან მომდინარე რისკების შერბილებას უწყობს ხელს. ამასთან, უცხოური ვალუტის მსესხებლების სტატისტიკის მიხედვით უცხოური ვალუტით მოქმედი დავალიანება დაახლოებით 32.6 ათას მსესხებელს (ან მსესხებელთა ჯგუფს) აქვს. შედარებისთვის, ეს რიცხვი 2021 წელს - 66 ათასს, ხოლო 2022 წელს 41 ათასს შეადგენდა. უცხოური ვალუტით მსესხებელთა 32 პროცენტს 200,000 ლარზე მეტი დავალიანება აქვთ, რაც თანხობრივად უცხოური ვალუტის სესხების 78.4 პროცენტს შეადგენს. როგორც წესი, დიდი მოცულობის სესხები შედარებით მაღალ შემოსავლიან მსესხებლებზეა გაცემული და დაბალ რისკიანად ითვლება“, - აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები