2024 წელს წერილობითი კორესპონდენცია მცირედით შემცირდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა.
„წერილობითი კორესპონდენცია თითქმის იგივე რაოდენობით გაიგზავნა. თუმცა არის კლება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს. თუკი მსოფლიოს მასშტაბით წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა იკლებდა, ჩვენთან ყოველწლიური მატება იყო და 2024 წელი პირველი წელია, როცა მცირედი კლება დაფიქსირდა. ეს ბუნებრივია, რადგან ტექნოლოგიების ჩანაცვლებამ, წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა, როგორც დანარჩენ მსოფლიოში საქართველოშიც შეამცირა.
საქართველოშიც დადგება დრო, როცა წერილობითი კორესპონდენციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება და ნაცვლად ამისა, გაიზრდება მცირე პაკეტით ამანათის რაოდენობა. ყველაზე მეტად მოხარული ვარ, რომ ქვეყნის შიგნით მცირე პაკეტით ამანათის მოძრაობა ინტენსიურად გაიზარდა. ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ საფოსტო მომსახურებით და ცვლიან ერთმანეთში მათთვის სასურველ პროდუქციას. ცალკე გამოვყოფდი ელექტრონულ კომერციას, რომელიც განვითარდა ქვეყნის შიგნით არსებულ პლატფორმებზე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ხდება ნივთების შეძენა, ასევე გაიზარდა ქვეყნის გარედან ელექტრონულ პლატფორმებზე შეძენილი ნივთების იმპორტი. ჩემი შეფასებით, ეს განაპირობა ინტერნეტიზაციამ. რეგიონები მოიხმარს აქტიურად და ამ მონაცემებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადაც ინტერნეტის მიწოდება ხდება, იმ ტერიტორიაზე იზრდება გზავნილების სწრაფი მიღება. მაგალითად ქედაში, ინტერნეტიზაციის შედეგად, ორასი-სამასი პროცენტით არის გაზრდილი გზავნილების რაოდენობა. ამან ნეგატიური ფაქტორებიც გამოიწვია, გადაიტვირთა ინფრასტრუქტურა. ამ შემთხვევაში საქართველოს ფოსტას არ ვგულისხმობ, ჩვენი უწყება ამას მომზადებული შეხვდა და გატარების რესურსი გაგვაჩნია. საქართველოს ფოსტა არ არის მხოლოდ ბაზარზე, დაახლოებით 2000-მდე კომპანიაა დაკავებული საკურიერო საქმიანობით და ელექტრონული კომერციის მოზღვავებამ გამოიწვია კონკრეტული პრობლემები, რაც ჩემთვის მძიმე აღსაქმელია, მაგრამ ვფიქრობ რომ ვითარება გამოსწორდება. საქართველოს ფოსტამ შეძლო და დაამკვიდრა, ის რაც მთელ მსოფლიოშია, რომ საფოსტო საქმიანობა დაფუძნებულია ადრესატის მისამართსა და საფოსტო სერვისცენტრზე. ასეთი ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ განაპირობა ის, რომ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ ამანათის ადრესატი ქუჩაში ხვდება კურიერს. ეს წააგავს ისეთი ქვეყნების მაგალითს სადაც არ არსებობს ინდექსაცია, მისამართები… ასეა ბანგლადეში, ინდოეთის გარკვეული ტერიტორია სადაც ადრესატებს ასეთ მომსახურებას უწევენ და იმ სოციუმისთვის ეს მისაღებია. საქართველოს ფოსტამ კონცეპტუალურად შეძლო იმის დამკვიდრება, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ადრესატის მისამართზე ან საფოსტო მომსახურების ცენტრზე. ვფიქრობ, რომ ეს კომპანიები განავითარებენ ინფრასტრუქტურას და მოწესრიგდება ეს საკითხები. მთავარია პროგნოზირება შეგვიძლია, რომ ელექტრონული კომერცია გაიზრდება და ყველა კომპანიამ მომხმარებელს შესაბამისი სერვისი უნდა შესთავაზოს“, - განმარტავს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი.
უახლესი
1 საათის წინ
JetBlue 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა