დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Frutera - მ სასაქონლო ნიშანი საქპატენტში დაარეგისტრირა

Frutera - მ სასაქონლო ნიშანი საქპატენტში დაარეგისტრირა

08-01-2025 10:00:00

"ფრუტერა" მშრალი ხილის საოჯახო ბიზნესია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. დავით გელუტაშვილმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დირბში, საგვარეულო მიწაზე ტყლაპის და ჩირის საწარმო ააშენა. კომპანიის სამომავლო გეგმებზე, გასულ წელსა და მიმდინარე სიახლეებზე Business Insider Georgia  "ფრუტერა"- დამფუძნებელს დავით გელუტაშვილს ესაუბრა.

,,სიახლე "ფრუტერას" მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაა. ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრობს, ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას და მრავალწლიან არსებობას  მათთვის აუცილებელია ჰქონდეთ დარეგისტრირებული ნიშანი. კომპანია დიდი ხანია ცდილობს ბრენდის დამკვიდრებას მომხმარებლის ცნობიერებაში. ამისთვის, დიდ ძალისხმევასაც ვიყენებთ. გარდა ამისა, ამ ნიშნის ქონა აუცილებელია იმისთვისაც, რომ იგივე ლოგო სხვამ არ გამოიყენოს და ამან არ შექმნას გარკვეული სირთულეები - მაგალითისთვის სამართლებრივი დავა, რომლისგანაც აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ერთგვარი დაცულობის გარანტიააჩვენი მხრიდან, "ფრუტერას" სასაქონლო ნიშნის საქპატენტში რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რადგან  კომპანიის სურვილია მრავალი წლის განმავლობაში  იფუნქციონიროს“, -  განამარტავს დავით გელუტაშვილი.

2024 წელს "ფრუტერა" პოზიტიურად აჯამებს და განმარტავს, რომ მათ მომხმარებელში მდგრადობის კომპონენტი საკმაოდ მაღალია.

,,საბოლოო ჯამში 2024 წლის შედეგებით კმაყოფილი ვართ, რადგან მომხმარებლებმა, რომლებმაც გაგვიცნეს და დააგემოვნეს ჩვენი პროდუქცია ფრუტერას ერთგულ მომხმარებლებად დარჩნენ და შეკვეთები კვლავ განახორციელეს. საინტერესოა ის ტენდენციაც, რომ საწყის ეტაპზე მინიმალური ღირებულების შეკვეთას აფიქსირებენ, შემდეგ კი ზრდიან შეკვეთის ღირებულებას“, - ამბობს დავითი.

2025 წელს "ფრუტერა" ასორტიმენტის ზრდას და წარმოების გაფართოებას გეგმავს. ამავდროულად, კომპანიას ექსპორტის მიმართულებითაც აქვს გეგმები.

,,სტაბილურად იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. 2025 წელს, რაც შეეხება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით წლის საწყის პერიოდში განსაზღვრო მოთხოვნის სიდიდე. დაგროვილი გამოცდილებაც გვეხმარება  - ალბათ, 2020-ში დავიწყეთ გაყიდვები სატესტოდ,  მაგრამ 2024 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო. დავრწმუნდით იმაში, რომ გარკვეული პროდუქცია უფრო მეტი რაოდენობით შეგვიძლია ვაწარმოოთ და მეტი რაოდენობით გავყიდოთაღნიშნული,  პროგნოზირების კარგ შესაძლებლობას გვაძლევს და მომავალში ასორტიმენტის გაზრდასაც ვგეგმავთ და ზოგიერთი პროდუქტის უფრო დიდი რაოდენობით წარმოებას. მაგალითისთვის,  გარგარის ჩირზე არის დიდი მოთხოვნა მიუხედავად მაღალი ფასისა. ასევე, ვგეგმავთ პომიდვრის ჩირის უფრო დიდი რაოდენობით წარმოებას და სხვა პროდუქციის დიდი რაოდენობით წარმოებასაც მოვიაზრებთ. ექსპორტზე საუბარი ადრეა, თუმცა მცირე მოცულობის პროდუქციის გატანა იგეგმება (ჯამში 500კგ) - ამ ეტაპზე სატესტოდ გაგზავნილია საბერძნეთში. თუმცა, სუპერ მარკეტის ქსელი რომ მოამარაგო გაცილებით დიდი წარმადობაა საჭირო. ამ კუთხით ვფრთხილობთ,  გვირჩევნია ზრდა იყოს ნელი, მაგრამ სტაბილური. ერთიანად წარმადობის ზრდა და შემდეგ გაყიდვის პრობლემის წარმოქმნა არ არის მისაღები. გვირჩევნია პატარა ნაბიჯებით მოხდეს ზრდა. სახელიც იმიტომ შეირჩა რომ უცხოელი მომხმარებლებისთვის ადვილად დასამსახოვრებელი და გასაგები ყოფილიყო“, - განმარტავს "ფრუტერა"- დამფუძნებელი.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები