დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Fitch-მა ლიბერთის რეიტინგი 'B+' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - "სტაბილურზე" შეუნარჩუნა

Fitch-მა ლიბერთის რეიტინგი 'B+' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - "სტაბილურზე" შეუნარჩუნა

11-04-2025 10:33:00

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ლიბერთის რეიტინგი 'B+' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - "სტაბილურზე" შეუნარჩუნა.

FitchRatings-ის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას რეიტინგის ძირითადი დრაივერები გახლდათ მომგებიანობის გაუმჯობესება, ადეკვატური კაპიტალიზაცია და აქტივების ხარისხი.

ირკვევა, რომ Fitch-ის რეიტინგულ ქართულ ბანკებს შორის ლიბერთი ბანკს აქვს სესხების დოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე.

„ბოლო წლებში ლიბერთი ბანკის მომგებიანობა მატერიალურად გაუმჯობესდა“, - განმარტავენ Fitch-ში.

ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე ბანკი საქართველოში, რომელიც 2024 წლის ბოლოსათვის კონცენტრირებულ ადგილობრივ საბანკო სექტორში სესხებისა და დეპოზიტების 5%-ს აერთიანებს.

მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების განვითარების მცდელობის მიუხედავად, ლიბერთი ძირითადად ორიენტირებულია საცალო დაკრედიტებაზე.

მისი ფილიალების ქსელი ყველაზე დიდია ქვეყანაში, რადგან ბანკი დიდი ხანია არის მთავრობის ექსკლუზიური აგენტი სახელმწიფო პენსიებისა და სხვა სოციალური გადასახადების განაწილებისთვის.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირედა საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებულიინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრულისერვისები და დისტანციური მომსახურება.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები