სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე სოციალური სტატისტიკის მაჩვენებლებზე ისაუბრა.
გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ცხოვრების დონის მაჩვენებელი სამი ძირითადი ინდიკატორით არის წარმოდგენილი.
„პირველია აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია თითქმის ორი პროცენტული პუნქტით და 2022 წელს 15.6 პროცენტს შეადგენს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მედიანური მომხმარებლის 60 პროცენტის მიმართ გაზრდილია 18.9 პროცენტიდან 19.9%-მდე, ერთი პროცენტული პუნქტით. ასევე 40 პროცენტის ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი გაზრდილია 7.4-დან 7.6 პროცენტამდე. ანუ, 0.2 პროცენტით.
ოდნავი გაუმჯობესება შეინიშნებოდა ჯინის ინდექსის მაჩვენებელში, რომელიც არის შემოსავლების დიფერენციაციის საზომი და რაც უფრო ახლოსაა 0-თან აღნიშნული მაჩვენებელი, შემოსავლები უფრო თანაბრადაა განაწილებული, ხოლო რაც უფრო უახლოვდება ერთს, ამ შემთხვევაში გვაქვს აბსოლუტური უთანაბრობა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ ანგარიშის წარდგენისას.
უახლესი