დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები

რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები

08-01-2024 12:55:00

2023 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 303 620 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 37%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, 16%-იანი ზრდაა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის დეკემბერში 28 556 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 9%-ით მეტი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები