დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარლამენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტთან დაკავშირებულ  ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტთან დაკავშირებულ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

18-03-2025 17:01:00

პარლამენტმა 85 ხმით, პირველი მოსმენით „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო.

 

როგორც მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, კანონპროექტის თანახმად,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტი 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებით, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები მიკროკრედიტთან დაკავშირებით.

 

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ხოლო  ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები