თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული ამოცანების გადაჭრაზე გუნდურ რეჟიმში ემუშავათ.
თიბისის თანამშრომლებსა და IT აკადემიის სტუდენტებს სამუშაო პროცესში მენტორობას უწევდნენ AWS-სინჟინრები და თიბისის DevOps გუნდის წარმომადგენლები.
“ჩვენთვის AWS GameDay-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია DevOps ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. AWS-ის გუნდის ჩართულობა აძლიერებს ცოდნისადა გამოცდილების გაზიარების კულტურას, რაც პირდაპირ აისახება როგორც თიბისისთანამშრომლების, ისე ჩვენი სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე,” - ამბობს თათაანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.
AWS GameDay საქართველოში DevOps ეკოსისტემის განვითარებისთვის ახალი ეტაპია. თიბისი და AWS ერთობლივად ქმნიან სივრცეს, სადაც მომავალი და მოქმედი DevOps სპეციალისტები რეალურ გამოწვევებსუმკლავდებიან, სწავლობენ საერთაშორისო სტანდარტებს და იღებენ უმაღლესი დონის მენტორობას. ესინიციატივა აძლიერებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებსსფეროს განვითარებისთვის.
თიბისი ყოველთვის უჭერს მხარს ინოვაციებს, ტექნოლოგიურ პროგრესს და ახალი თაობის IT პროფესიონალების განვითარებას.
თიბისი IT აკადემია და Amazon Web Services პარტნიორობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტსაგანმანათლებლო პროექტსა და პრაქტიკულ აქტივობას გეგმავს, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაშიტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.
უახლესი
4 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა