20 და 23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ნაკრებთან ორ მატჩს გამართავს.
სომხეთი VS საქართველო - შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება;
საქართველო VS სომხეთი კი 23 მარტს, 18:00 საათზე ჩატარდება.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
როგორი მოლოდინებია მნიშვნელოვანი მატჩის წინ?
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაამარცხებს, B დივიზიონში შეინარჩუნებს ადგილს.
ვილი სანიოლმა მნიშვნელოვანი მატჩების წინ უკვე დაასახელა რჩეული 25 ფეხბურთელი:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ), ლუკა გუგეშაშვილი(პანსერაიკოსი).
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლაშა დვალი (აპოელ-ი), ლუკა ლოჩოშვილი(სალერნიტანა), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი), ირაკლი აზაროვი(შახტარი), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი).
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ნიკა კვეკვესკირი(ნირეჰაზა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ლევან შენგელია (ოფი კრეტა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი), გიორგი ზარია (ქაირათი), ზურიკოდავითაშვილი (სენტ-ეტიენი).
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო).
აღსანიშნავია, რომ 25-კაციან შემადგენლობაში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა გიორგი ზარია, ალმათის ქაირათის ფეხბურთელი. მან ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს ესპანელების წინააღმდეგ გამართა.
მატჩი მონაწილეობას მიიღებს ერთი დებიუტანტიც - ლუკა ლაცაბიძე, 20 წლის მცველი, რომელიც ამჟამად ოდესის ჩერნომორეცის ღირსებას იცავს და მის შესაძლებლობებს უკვე კარგად ვიცნობთ ასაკობრივი ნაკრებებიდანაც.
სარაევოს ლიდერი, გიორგი გულიაშვილი აქამდეც ყოფილა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა ბოსნია და ჰერცოგოვინას ჩემპიონატის ერთპიროვნულ ბომბარდირს (14 გოლი, 4 საგოლე გადაცემა) ეროვნული ნაკრების მაისურით ჯერ არ უთამაშია.
ვილი სანიოლის რჩეული ფეხბურთელები სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე საკმაოდ გამოცდილები არიან - უცვლელია როგორც დაცვის, ისე ნახევარდაცვისა და თავდასხმის ძირითადი ბირთვი.
საერთო ჯამში ქართველ ფეხბურთელებს კარგი საკლუბო სეზონი აქვთ.
თუმცა, ყვითელი ბარათების დისკვალიფიკაციის გამო პირველ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და გუნდის უდავო ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია. მიუხედავად ამისა, მათ გარდა ვილი სანიოლის ჰყავს რამდენიმე ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომლებიც კარგად დააბალანსებენ ამ დანაკლისს.
ბოლოს საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთის ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ნოემბერში ეთამაშა ერთა ლიგის C ჯგუფის შეხვედრაში, სადაც მინიმალური სხვაობით (1-2) დამარცხდა. შესაბამისად, ორმაგი მნიშვნელობა ენიჭება მარტის თამაშებს.
20 მარტს საქართველოს გუნდი სომხეთს ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე შეხვდება, 3 დღის შემდეგ კი დედაქალაქში, დინამო არენაზე გაიმართება საშინაო შეხვედრა, რომელშიც გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებენ მონაწილეობას.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორმატჩიანი თამაშების სტარტს, და ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
უახლესი
7 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა