17 მარტს ბათუმში, Hive Tech Hub-ის სივრცეში, Skillwill-ის STEM სკოლა გაიხსნა.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტექნოლოგიური განათლების განვითარების მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან უშუალო შეხების საშუალებას მისცემს. სკოლა განკუთვნილია 12-15 წლის მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მიდგომებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
Skillwill-ის STEM სკოლამ ფუნქციონირება Hive Tech Hub-ის ახალ სივრცეში დაიწყო, რომელიც ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის #129-ში მდებარეობს. Hive Tech Hub აქტიურად ემზადება ტექ კომპანიებისა და ინოვაციური პროექტების მისაღებად, რაც ამ სივრცეს ტექნოლოგიური განათლებისა და განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. Skillwill-ის STEM სკოლა ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც ამ სივრცეში ფუნქციონირებას დაიწყებს და მოზარდებს ინოვაციური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
სკოლაში მოსწავლეები კოდინგს, რობოტიკას, ინჟინერიას, მათემატიკასა და სხვა ტექნოლოგიურ დისციპლინებს ინტერაქტიული მეთოდებით შეისწავლიან. სწავლების პროცესი არა მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზეც იქნება ორიენტირებული, რაც ბავშვებს დაეხმარება ახალი უნარების განვითარებასა და ტექნოლოგიურ სფეროში საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში.
ინოვაციური სასწავლო გარემო
Skillwill-ის STEM სკოლა არის სრულიად ახალი ტიპის სასწავლო სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე განათლების სტანდარტებს. სივრცე აღჭურვილია ინოვაციური ტექნიკით, რაც მოსწავლეებისთვის კომფორტულ და პროდუქტიულ გარემოს უზრუნველყოფს. მათ ექნებათ წვდომა რობოტიკის ლაბორატორიაზე, 3D პრინტერზე, სკანერზე, რობოტ ასისტენტსა და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე, რაც ხელს შეუწყობს ინტერაქტიულ სწავლებასა და რეალურ გამოცდილებას.
Skillwill-ის STEM სკოლა სწავლების ინოვაციური მეთოდებით გამოირჩევა. პროგრამა ორიენტირებულია მოზარდებისთვის რთული კონცეფციების მარტივად აღქმასა და შემოქმედებითი მიდგომების წახალისებაზე. სწავლების პროცესი იქნება თამაშებზე, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე დაფუძნებული, რაც ბავშვებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ.
სკოლის გახსნის ღონისძიება 17 მარტს ჩატარდა. ადგილზე მისულ, ნებისმიერ დაინტერესებულ მშობელსა და მოზარდს შესაძლებლობა ჰქონდა:
• თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო სივრცის დათვალიერების
• STEM სკოლის ლექტორებთან შეხვედრის და სასწავლო პროგრამის გაცნობის
• საცდელ გაკვეთილებში მონაწილეობის მიღების და საკუთარ თავზე ინოვაციური სწავლების მეთოდების გამოცდის
Skillwill-ის STEM სკოლა არ არის მხოლოდ საკლასო ოთახი – ეს არის ინოვაციური განათლების სივრცე, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ პრაქტიკული მიდგომებით, როგორ გამოიყენონ ტექნოლოგია რეალური პრობლემების გადასაჭრელად.
უახლესი
7 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი8 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა