სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველო“-მ წარმატებით დაასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიაში ტესტირების ბოლო ეტაპი.
რეგულირების ლაბორატორია - ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩოა, რომელიც იდეის, საჩვენებელი მოდელის და რეალურ გარემოში ტესტირების სამ ეტაპს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, „კრედიტინფო საქართველო“ ტესტირების რეჟიმში სთავაზობდა მომხმარებლებს იდენტიფიკაციისთვის დამატებითი ტექნიკური გადაწყვეტილების დანერგვას, რომელიც ეფუძნება უკვე არსებულ და მოქმედ სერვისს-„MyCreditInfo“. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს იდენტიფიკაციის პროვაიდერის (Identity Provider) სერვისის მიწოდებას, რაც მომხმარებლებს უსაფრთხო და ეფექტური იდენტიფიკაციის ინოვაციურ გზას სთავაზობს.
რეგულირების ლაბორატორიაში განხორციელებული დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად შევიდა შესაბამისი ცვლილება „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №193/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული სერვისის ოპერირების წესებს და უზრუნველყოფს მის შესაბამისობას არსებულ მარეგულირებელ ჩარჩოსთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორია მიესალმება ყველა ინოვაციური პროცესის/პროდუქტის დანერგვის ინიციატივას, ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვას, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც დაინტერესებული სუბიექტებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან/და რეგულირების ლაბორატორიის პროექტებში ჩართვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge
უახლესი
4 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა