დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„თეთრმა კვადრატმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მიცუბიშ ელექტრიკთან

„თეთრმა კვადრატმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მიცუბიშ ელექტრიკთან

19-03-2025 15:19:00

დეველოპერულმა კომპანიათეთრმა კვადრატმა მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან ,,მიცუბიშ ელექტრიკთან” გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, თეთრი კვადრატის პროექტში “თეთრი კვადრატი ჯიქიაზე” მიცუბიშის  ბრენდის, უმაღლესი ხარისხის ლიფტები დამონტაჟდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ აღნიშნული პროექტის დაფინანსების მიზნით წარმატებით დახურა გარიგება პაშა ბანკთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის განხორციელების აქსელერაციას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  საცხოვრებელი კომპლექსი ჯიქიაზე, რომელიც თეთრი კვადრატის“ ბრენდით განხორცილებული ერთ-ერთი პირველი პროექტია იყოს ხარისხის და კომფორტის ეტალონი. ამ მიზნის მიღწევა კი ბევრად ადვილია ისეთი ძლიერი პარტნიორების გვერდში დგომით, როგორებიც არიან პაშა ბანკის და მიცუბიში ელექტრიკის (მსოფლიოში წამყვანი იაპონური კომპანიის) წარმომადგენლობა საქართველოში“, – განაცხადა თეთრი კვადრატის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ.  

„მიცუბიშ ელექტრიკისთვის უსაფრთხოება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს. მიხარია, რომ დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ ღირებულებები სრულად ემთხვევა არამარტო ჩვენს, არამედ ბაზრის მოლოდინებსაც. მიცუბიშ ელექტრიკი ათეული წლებია წარმატებით წარმოადგენს პროდუქციას მთელს მსოფლიოში და ჩვენთვის პატივია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გამოცდილება გავუზიაროთ თეთრი კვადრატის მობინადრეებსაც", - განაცხადა ხორხე მანუელ რამოსმა,  მიცუბიშ ელექტრიკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„პაშა ბანკი უკვე მეთორმეტე წელია მომხმარებლებს სთავაზობს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესების განვითარებას და წარმატებით ვაფინანსებთ მნიშვნელოვან პროექტებს. თეთრი კვადრატი ჯიქიაზე ერთ-ერთი ასეთი პროექტია“, - განაცხადა პაშა ბანკის კომერციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, თეიმურაზ პირმისაშვილმა.

დეველოპერულ კომპანია “თეთრ კვადრატს” 11 პროექტი აქვს საქართველოში, რომელთა შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია. კომპანიის პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ინოვაციური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების მიმართ, ხოლო მიცუბიშის ლიფტები უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთხოებას, რაც პროექტის წარმატებულ დასრულებას უწყობს ხელს.

მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია “მიცუბიშ ელექტრიკი“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 1931 წლიდან. ქართულ ბაზარზე კომპანიას წარმოადგენს AG Melco, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.  

პაშა ბანკი საქართველოში 12 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები