დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაბრალებენ, ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო - მსოფლიო ებრძვის, ვერავინ მოერია და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ე.ი. შენ ხარ ამის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ - მამუკა მდინარაძე

გვაბრალებენ, ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო - მსოფლიო ებრძვის, ვერავინ მოერია და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ე.ი. შენ ხარ ამის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ - მამუკა მდინარაძე

19-03-2025 15:46:00

მინდა შევეხო „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გახმოვანებულ ნარატივს. ბუნებრივია, ნარკომოხმარების და ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ძალიან კარგი საქმე და რას იტყვიან, ვერაფერს ამბობენ. მაგრამ, რიგ შემთხვევაში მარიხუანის თემებზე აპელირებდნენ და პირდაპირ იტყუებოდნენ, რიგ შემთხვევებში იცით რას გვაბრალებენ? ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მდინარაძის თქმით, რიგით მოქალაქეს შესაძლოა, მართლაც გაუჩნდეს ეჭვი, რომ ვიღაც ამ სფეროს ლობირებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს არის დიდი ქსელი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ჯერ ნარკოტიკების პრობლემას ვერავინ მოერია.

„ერთი ადამიანი რომ ხარ, სადღაც ზიხარ, ტელევიზორს უყურებ, დადიხარ პატიოსნად სამსახურში და არანაირი შეხება არ გაქვს ნარკოტიკთან - როგორ, ამდენი ნარკომომხმარებელია, შესაბამისი ნარკოტიკი უნდა შემოვიდეს, ვიღაცამ უნდა გაყიდოს, მთელი სისტემაა, ხომ? ყველაზე დიდი მავნებლობა სად არის: გაგიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა ამას მართლა ლობირებს. რა ხდება სინამდვილეში: ეს არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა, მაგალითად, ავიღოთ ერთი მიმართულება - „დადება“, ყველაზე სახალხო ენით რომ ვილაპარაკოთ, ბევრ თქვენგანს გაგიგიათ, რომ ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება, რა ხდება ხალხო, რა უბედურებაა - მართლა უბედურება ხდება. გამყიდველი, ის ცენტრალური ნარკორეალიზატორი, საუბარში ბევრი ჩვენგან „ბარიგად“ რომ მოიხსენიებს, შეიძლება, საერთოდ არ იყოს საქართველოში, იყოს ბრაზილიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, ამერიკაში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ისე აწვდიდეს ინფორმაციას რაღაცების შესახებ და ისე აორგანიზებდეს ამ ყველაფერს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმ ე.წ. „დამდებსაც“, რომელიც მიდის რაღაც ადგილზე, იღებს - ანუ, მთელი ქსელია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიომ ჯერ ვერაფერი უქნა. მერე, საიდან შემოდის ამდენი ნარკოტიკი. რა არ მოიგონეს, თანამედროვე ტექნოლოგიები - მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია ჯერ და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ესე იგი, შენ ხარ იმის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები