სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 166.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 100.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 97.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ – 478.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 344.3 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 337.9 მლნ. აშშ დოლარით.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 285.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 39.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 29.4 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 326.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 202.1 მლნ. აშშ დოლარით.
უახლესი
4 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა