დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივად

19-03-2025 14:21:00

 

ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემატა - შენს მიზნებზე მორგებული და ავტომატურად მართვადი.

 

განაახლე თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია. შენი მიზნებისა და რისკიანობის დასადგენად, საინვესტიციო პლატფორმაზე შეავსე მარტივი კითხვარი. პასუხების მიხედვით განისაზღვრება რომელია შენთვის რეკომენდებული სმარტ პორტფელი - კონსერვატიული, დაბალანსებული, თუ დინამიური.

 

შესაძლებლობა გაქვს შენთვის რეკომენდებული, ან შენთვის სასურველი პორტფელი აირჩიო.

 

კონსერვატიული პორტფელი გათვლილია იმ მიმხმარებლებზე რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და მზად არიანნაკლები რისკის სანაცვლოდშედარებით მცირე სარგებელი მიიღონ. რისკი და სარგებელი - დაბალი

 

დაბალანსებული პორტფელი გათვლილია იმ მომხმარებლებზე, ვისაც საშუალოვადიან პერსპექტივაში თანხის დაბანდება და საფონდო ბირჟის ზრდის ტენდენციით სარგებლის მიღება სურთ. რისკი და სარგებელისაშუალო

 

დინამიური პორტფელის მიზანი გრძელვადიან პერიოდში მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ის გათვლილია ისეთ ინვესტორებზე, რომელთაც შედარებით მაღალი რისკი და მერყეობა არ აშინებთ. რისკი და სარგებელი - მაღალი

 

პორტფელის მინიმალური ინვესტიციის მოცულობა $20-ია.

 

გაიგე, რომელია შენს მიზნებზე მორგებული სმარტ პორტფელი და დაიწყე ინვესტირება მარტივადhttps://link.tbc.ge/Smart-inv

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები