მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შემცირებულია. საქსტატის მაჩვენებლების თანახმად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 285,186.59 ათასი დოლარის ღირებულების 12,238.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი დაფიქსირდა. 2024 წლის ორ თვეში კი 12,373.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად კლება 1%-ია.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ორ თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი ყირგიზეთშია დაფიქსირებული. სწორედ ყირგიზეთზე მოდის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 41%-ი. იანვარ-თებერვალში ყირგიზეთში რეექსპორტირებულმა მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 5,020.00 ერთეული შეადგინა. მეორე ადგილზე ყაზახეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება - 2025 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკა:
ყირგიზეთი - 5,020.00 ცალი - 148,802.45 ათასი დოლარი;
ყაზახეთი - 4,912.00 ცალი - 84,238.42 ათასი დოლარი;
აზერბაიჯანი - 1,266.00 ცალი - 28,784.63 ათასი დოლარი;
სომხეთი - 390.00 ცალი - 9,806.80 ათასი დოლარი;
ტაჯიკეთი - 227.00 ცალი - 5,393.54 ათასი დოლარი;
საგულისხმოა, რომ საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც 107,898.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა,
უახლესი
4 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა