მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი" საქართველოს შესახებ ვიდეოსა დასტატიას აქვეყნებს, სადაც ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბადმოიხსენიებს. „როიტერსის" ობიექტივში ნაჩვენებია საქართველოში არსებული უნიკალური საინვესტიციო დაბიზნესგარემო, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ის შესაძლებლობები, რასაც ქვეყანა ინვესტორებსსთავაზობს (ვიდეო:https://youtu.be/npJOdQyFi4Q?si=N5elUH_gFUAz6Bbx).
"როიტერსი"-ს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსსააგენტომ „აწარმოესაქართველოში" უმასპინძლა. ჟურნალისტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელმაცმათ ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო. გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა საწარმოები და დაგაიცნო ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
„საქართველოს დედაქალაქი თბილისი გადაიქცა 21-ე საუკუნის დინამიკურ, თანამედროვე ბიზნეს ცენტრად. ქვეყანააშკარად ღიაა ბიზნესებისთვის. ბევრი მიზეზია, რის გამოც ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ეკონომიკური სტაბილურობა მათი ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია - ბოლო სამი წლისგანმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც მკაფიოდ გამოხატავს ეკონომიკის მედეგობას" - ნათქვამია ვიდეოში.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში" აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციოგარემოს პოპულარიზაციის მიმართულებით. სააგენტოს ჩართულობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზიდულისაინვესტიციო პროექტების საერთო მოცულობამ 6 მლრდ დოლარამდე შეადგინა, რის შედეგადაც ათეულობითათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
უახლესი
5 საათის წინ
სომხეთი - საქართველო | 19 მარტის განრიგი6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა