„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ ისრაელის ბაზარზე უკვე იანვარშივე წვენების ერთი კონტეინერი გავაგზავნეთ და შევედით ისრაელის ბაზარზე“, - განაცხადა კომპანია „მაისი“ -ს დამფუძნებელმა თორნიკე ჩხაიძემ Business Insider Georgia -თან საუბარისას.
მომხმარებლების მხრიდან დიდი მოთხოვნით სარგებლობს ბროწეულის წვენი.
„დეფიციტური არის ფორთოხალი, მაგრამ ეხლა ძალიან მოთხოვნადია ბროწეული და მულტივიტამინი. იდეურად ეს ორია ყველაზე წამყვანი პროდუქტი ამ ეტაპზე, რასაც ითხოვენ. ყველაზე მეტად მაინც ბროწეულზეა მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან, რადგან ბაზარზე ბევრ კომპანიას აღნიშნული არ აქვს წარმოდგენილი“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე ჩხაიძე.
კომპანიისთვის დიდ გამოწვევად ადგილობრივი ბაზარი და საცალო ქსელებში შესვლა რჩება.
„ადგილობრივი ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვვევაა. საცალო ქსელებში შესვლა და გაშლა. არანაირი ინტერესი არ არის საცალო ობიექტების მხრიდან, რომ ადგილობრივ პროდუქციას ჰქონდეს ხელშეწყობა. პირიქით, ყველანაირად ცდილობენ ბარიერები შექმნან, იმისათვის რომ კომპანია ვერ გაფართოვდეს. თავიანთი კონკურენტული პროდუქციის იმპორტით და იმით ჩანაცვლება ხდება მერე ამ არსებული პროდუქტების. მოკლედ ჩვენი კონკურენტები არიან მაღაზიები, რაც დიდი პრობლემაა. ექსპორტზე გამოწვევას რაც შეეხება, ექსპორტი ძაან გრძელვადიანი არის. როდესაც ახალია კომპანია კავშირების დამყარებაც არ არის მოკლე პროცესი. რამდენიმე წელი სჭირდება რომ თუნდაც ერთ ქვეყანაში, ერთ მომწოდებელთან ანუ იმპორტიორთან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარო. ისრაელზე ორი წელია ვმუშაობთ და უკვე ეხლა წავიდა. ანუ ის მოლოდინი არ არის რომ ვიღაც რომ გამოჩნდება მეორე დღესვე წაიღებს პროდუქციას“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე ჩხაიძემ.
2025 წელს გარდა ამერიკისა და ისრაელისა კომპანია გეგმავს სხვა საერთაშორისო ქვეყნებში გასვლასაც.
2024 წელი იდეაში ჩვენთვის იყო ისეთი ბევრი რამე ვისწავლეთ განსაკუთრებით, ექსპორტის კუთხით. ადგილობრივზეც ვიტყოდი რომ ჟოზეს წვენი შევქმენით. 2024-ში ბევრი ვისწავლეთ ექსპორტის კუთხით იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიყავით და გავიგეთ რა ტენდენციებია და მაქედან გამომდინარე პქოდუქციის კუთხითაც რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რაზე არის მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე ეგ ინფორმაციაც მივიღეთ. აქ ჩვენ ბაზარზე რაც იყიდება, საერთდ სხვა პროდუქცია იყიდება უცხოეთში. ნუ ქვეყნიდან გამომდინარეც არის ეს მაგრამ ძირითადად, ტენდენცია რაც არის ჩვენი ქვეყანა იმ ტენდეციის მიმყოლი არ არის სამწუხაროდ. მაგიტომ მაგ ტენდენციებს მივყევბით და 2025-იც შესაბამისად, ამოცანაა რომ ისრაელის გარდა, სხვა საერთაშორისო ქვეყნებშიც ნუ ამერიკაშიც გატანილი გვაქვს და უფრო გავაფართოვოთ ეგ არის ამოცანა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თორნიკე ჩხაიძე.
უახლესი
12 საათის წინ
„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს13 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს14 საათის წინ
ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს14 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა14 საათის წინ
რა სერვისს სთავაზობს Kotejebi.ge მომხმარებლებს