საქართველოს ეროვნული ბანკი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული დეპოზიტების პროექტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.
პროექტის მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ჩარჩოს შექმნა ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობით.
მიმდინარე ეტაპზე, ქვეყნის ფინანსურ ეკოსისტემაში დარეგულირებული არ არის მიკვლევადობას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) მეშვეობით აღრიცხული დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოყენებისა და შეთავაზების შესაძლებლობა.
აღნიშნული პროექტი პოტენციურად ხელს შეუწყობს:
დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარუდგინონ, კანონთან შესაბამისობაში არსებული, ტოკენიზებული დეპოზიტების გამოშვების საკუთარი სქემები. აღნიშნულ სქემებს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს.
ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ სექტორის განვითარებას და აღნიშნული პროექტი ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. განაცხადების მიღება 2025 წლის 15 თებერვლიდან დაიწყება.
დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგულირების ლაბორატორიის პროექტში ჩასართავად უნდა მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge
მოცემული არ უნდა იქნას აღქმული კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ ლიცენზიის გაცემასთან, მის რეგისტრაციასთან, აღიარებასთან, ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებადან/და მარეგულირებელი/საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების ვალდებულებად.
უახლესი
13 საათის წინ
„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს14 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს15 საათის წინ
ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა15 საათის წინ
რა სერვისს სთავაზობს Kotejebi.ge მომხმარებლებს