დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს

„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს

04-02-2025 19:00:00

მზეთამზემომხმარებელს სიახლეს სთავაზობს - ასორტიმენტს დაემატა პური, რომელიც შედგება 30% ქართული ჯიშის ცეხვილის ხრობლის ფქვილისგან და 70% ჩვეულებრივი თეთრი ფქვილისგან.

დავამატეთ პური, რომელშიც 100%-დან 30% ფქვილი არის ქართული ჯიშის ცეხვილი ხორბლის ფქვილი და დანარჩენი 70% არის ჩვეულებრივი თეთრი ფქვილი. ასეთ პურს მივეცით მესხური პურის ფორმა, რომელიც პირდაპირ შეფუთვაში დევს და იყიდება არაქსელურ მაღაზიებში. ეს არის მაღაზიები, რომლებიც წარმოადგენენ ,,უბნის" კარგ მაღაზიებს. ვგეგმავთ ამ სეგმენტის ათვისებას ანუ არაორგანიზებული მაღაზიების ათვისებას. ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტულ ფაზაშია და  სადღაც 40-მდე მაღაზიაშია პურის ეს სახეობა წარმოდგენილი, რომელიც მდებარეობს საბურთალოს რაიონში, მაგრამ ვაპირებთგაშლას“ და დაფარვის მეტად გაფართოებას.  „გემოვანი“,  საბოლოოდ როგორც მართვის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მწარმოებლებთან ვაფორმებთ შეთანხმებასვუკვეთავთ ჩვენივე რეცეპტით და იდენტიფიცირებული ნედლეულითრაც ნიშნავს რომ ვექტორი მიმართული არის ადგილობრივ ხორბალზე მათ შორის ძველ და ენდემურ ჯიშებზე. წარმოების ტექნოლოგია არის ნატურალური“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილი.

კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი ქართული ხორბალია.

ჩვენ ვიყენებთ ქართულ ხორბალს, რომელიც არის აქ მოყვანილი, მაგრამ მათ შორის არის ძველი და ენდემური ჯიშები. მნიშვნელოვანია, რომ ამ ხორბალს ჰქონდეს პირდაპირ დანიშნულება - მისგან მზადდებოდე სპური და ეს პური იყოს ბაზრის მოკრძალებული პროცენტი. მაგალითად, 5% საწყის ეტაპზემნიშვნელოვანია, რომ დანიშნულება ჰქონდეს ამ ხორბალს - ჩვენი მიზანია რომ ფქვილს ჰქონდეს დანიშულება, რომ პირდაპირ იწარმოებოდეს პურითუნდაც რაღაც პროპორციით. ქართული ხორბალი არის ჩვენთვის მთავარი ამომავალი  წერტილი“, - აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

 

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები