საქართველოდან ყაზახეთში განხორციელებული ექსპორტის 87% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის
04-02-2025 18:00:00
ყაზახეთში ექსპორტი 22%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 88%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ყაზახეთში 859,946.01 ათასი დოლარის ღირებულებს პროდუქცია გაყიდა, 2023 წელს კი 703,175.26 ათასი დოლარის. ზრდა 22.3%-ის დონეზეა. საქართველოდან ყაზახეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც ექსპორტის 87% მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის:
- მსუბუქი ავტომობილები - 751,033.69 ათასი დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები - 30,089.87 ათასი დოლარი;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 16,837.95 ათასი დოლარი;
- მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 12,125.38 ათასი დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 10,678.34 ათასი დოლარი;
რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 88,3%-ია. 2024 წელს საქართველოში ყაზახეთიდან 62,069.82 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2023 წელს კი 32,956.79 ათასი დოლარის. 2024 წლის სტატიკური მაჩვენებლებით ყაზახეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთიდან ყიდულობს:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11,033.10 ათასი დოლარი;
- ნაწარმი შავი ლითონებისაგან, გამოსაყენებელი სარკინიგზო და ტრამვაის ლიანდაგებისათვის - 5,417.92 ათასი დოლარი;
- საშუალებები თმებისათვის - 3,982.64 ათასი დოლარი;
- საფრენი აპარატები სხვა - 3,700.00 ათასი დოლარი;
- ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - 2,872.70 ათასი დოლარი;