Kotejebi.ge მეხუთე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
„Kotejebi.ge ბაზარზე ოპერირებს უკვე მეხუთე წელია. ჩვენი კომპანია არამარტო კოტეჯებით მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ რკინა-ბეტონით მშენებლობასაც. ეს შეეხება გარე ფასადებს, შიდა ფასადებს, ლანდშაფტის მოწყობას და ა.შ. ვამზადებთ ასევე რბილ ავეჯს, ეზოს ავეჯს", - ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი მგელაძე.
Kotejebi.ge -ს ასორტიმენტი მრავალფეროვნებით ხასიათდება, როგროც სამშენებლო, ასევე რბილი ავეჯის წარმოების მიმართულებითაც.
„ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. სამშენებლო სფეროს, რაც შეეხება გარე პერიმეტრზე კოტეჯების კუთხითაც და შიდა ავეჯის თვალსაზრისითაც, აქტიურად ვამზადებთ პროდუქციას. გვაქვს კოტეჯების გაქირავების პლატფორმა Kotejebi.ge, სადაც მსურველი შედის საიტზე, მისთვის სასურველ ლოკაციაზე ეძებს კოტეჯს და ჯავშნის. ჩვენ ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი გიორგი მგელაძე.
საინტერესოა ისიც, რომ კომპანია კოტეჯების დამზადებას უზრუნველყოფს 2-3 კვირის ვადაში.
„ჩვენი უპირატესობა არის სერვისი. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სერვისს, პროექტის დაგეგმრებიდან მის საცხოვრებლად, მზა მდგომრეობამდე მიყვანის ჩათვლით. გვაქვს ასევე მიწებიც. Miwebi.ge ჩვენი ვებ-გვერდია. მომხმარებელი, რომ მოდის არის შემთხვევები, როდესაც მიწაც არ აქვს და ამ შემთხვევაში მიწასაც ვთავაზობთ. მომხმარებელს კი აქვს შესაძლებლობა, ადგილზე პერიოდული მოსვლის და ნამუშევრის შემოწმების. თუ მოსვლას ვერ ახერხებს შეუძლია კამერების მეშვეობით ადევნოს თვალი სამუშაო პროცესებს “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
უახლესი