დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაკა ბოჭორიშვილი - ყაზახეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებასა და ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები

მაკა ბოჭორიშვილი - ყაზახეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებასა და ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები

05-02-2025 14:35:00

მაკა ბოჭორიშვილი - ყაზახეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორიასაქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთგამოყენებასა და ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები დაშეხვედრები

ყაზახეთი არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, არისპოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებას და უკეთ ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, - ამის შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. 

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ყაზახეთი არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანიპარტნიორი აღმოსავლეთით.

„მნიშვნელოვანი პარტნიორია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვსგაცხადებული პრიორიტეტი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა დადასავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც არიან ძირითადი მონაწილეები სწორედ ამმიმართულებით, დაკავშირებადობის პროექტებში. 

ყაზახეთი არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, არისპოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებას და უკეთ ათვისებას. მნიშვნელოვანია ამისათვის მაღალ დონეზე ვიზიტების, შეხვედრების განხორციელება,სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე საუბარი, თუ სად შეიძლება, გავაძლიეროთ თანამშრომლობა. ეს იქნება მთავარი განხილვის თემა ყაზახპარტნიორებთან, ყაზახ მეგობრებთან, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმსფეროების, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და გავაძლიეროთთანამშრომლობა იმისათვის, რომ უკეთ იყოს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, თანამშრომლობა იყოს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო", - განაცხადა მაკაბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები