„ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ. ზოგი შეგნებულად, ზოგი თავისი - სურვილით, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ ახერხეს პარლამენტში შემოსვლას, რადგან მათ ავალებენ, რომ ეს კონკრეტული ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული. ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ. ამიტომ, დღეს მხარს დავუჭერთ თითოეული მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტას", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის დროს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური თვალსაზრისით აქვს როგორც პლუსები, ასევე მინუსები, მაგრამ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით მიიღო.
„არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია, პირველი - იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და მეორე - ეს ყველაფერი არ შეიძლება იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორ წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ და „ნაცი" საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს, იქნებიან საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის გარე დავალების შესაბამისად გამოიყენებენ საბოტაჟის იარაღად ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
უახლესი
4 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა