დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ენერგეტიკულ ბირჟას გაზით ვაჭრობის კომპონენტი დაემატება

ენერგეტიკულ ბირჟას გაზით ვაჭრობის კომპონენტი დაემატება

05-02-2025 15:00:00

ენერგეტიკულ ბირჟას გაზით ვაჭრობის კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. 

„ახლა მიმდინარე წელს იქნება კომპანიების გაყოფის პროცესი, როგორც ელექტრო ენერგეტიკაში გაკეთდა განაწილება და მიწოდების საქმიანობა გაიყოფა ერთმანეთისგან. გარკვეული კონკურენციაც გაჩნდება, რითაც საბოლოო ჯამში მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ და მიიღონ სარგებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ბუნებრივი გაზის სექტორში, ასევე მოქმედ ენერგეტიკულ ბირჟას დაემატება პლატფორმის კომპონენტი, სადაც გაზით ვაჭრობა იქნება. ესეც სიახლე იქნება გაზის მსხვილი მომხმარებლებისთვის“, - განმარტავს სემეკის თავმჯდომარე.
ნარმანიამ ენერგეტიკული ბირჟის მუშაობაც შეაფასა და თქვა, რომ ბირჟა გახსნილია ნებაყოფლობით რეჟიმში. 
„გასული წლის პირველი ივლისიდან ბირჟა არის გახსნილი. სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში ჩატარდა ვაჭრობები. რამდენიმე მიმწოდებელი და მომხმარებელი დარეგისტრირდა ბირჟაზე. ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურ რეჟიმში ბირჟის საქმიანობას, ბირჟაზე ვაჭრობას და როცა მეტ-ნაკლებად ადგილზე იყო ენერგია, სამომავლო წარმოების ენერგია, ამ შემთხვევაში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ბირჟაზე ვაჭრობა, როცა ენერგიის მწარმოებლებმა გაიტანეს გასაყიდი ენერგია. იყო დაფიქსირებული ბირჟაზე ენერგიაზე მოთხოვნა და შედგა ვაჭრობა. ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიტიკის მიხედვით, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებული და ჩატარებული ვაჭრობების შედეგად, მომხმარებლებმა ვინც ბირჟაზე იყიდეს ენერგია დაახლოებით 300 000 ლარი დაზოგეს. ეს არის სხვაობა სემეკის მიერ დადგენილ ტარიფსა და დაფიქსირებულ საბაზრო ფასს შორის. ამიტომ როცა ბირჟა სრულად გაიხსნება და უკვე სავალდებულო იქნება მსხვილი მომხმარებლების მხრიდან ვაჭრობა ბირჟაზე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სარგებელი და შეღავათი, რომელსაც ისინი ნახავენ გაცილებით უფრო მეტი იქნება და ეს აისახება აუცილებლად პროდუქციის ფასებზე რომლებსაც აღნიშნული მომხმარებლები აწარმოებენ“, - აღნიშნა ნარმანიამ.
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები