საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და გიორგი კაკაურიძე.
სსფ-ის მისიასთან შეხვედრა ფონდის ყოველწლიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც IMF-ი წევრ სახელმწიფოებში ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივების შეფასებისა და ფინანსური და ეკონომიკური განვითარების მონიტორინგის მიზნით მართავს.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე, ასევე მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს და შეჯერდნენ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებზე.
ეროვნულმა ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც სებ-ი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.
საუბარი ასევე შეეხო მუხლი IV-ის პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომლებიც სებ-ში სსფ-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე დაისახა ტექნიკური თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები.
ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
უახლესი
13 საათის წინ
„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს14 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს15 საათის წინ
ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა15 საათის წინ
რა სერვისს სთავაზობს Kotejebi.ge მომხმარებლებს