დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უსაფრთხოების ნაწილი ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია და შემდეგ არის კომფორტი -  ლევან გამყრელიძე საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების რეფორმაზე

უსაფრთხოების ნაწილი ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია და შემდეგ არის კომფორტი - ლევან გამყრელიძე საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანების რეფორმაზე

04-02-2025 22:00:00

უსაფრთხოების ნაწილი ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტია და შემდეგ არის კომფორტი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. ლევან გამყრელიძის თქმით, ბევრმა გადამზიდავმა სატვირთო ავტომობილი სამგზავრო ავტომობილად გადააკეთა, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. 

„უმნიშვნელოვანესია მგზავრების უსაფრთხოება. უსაფრთხოების ნაწილი ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტია და შემდეგ არის კომფორტი. ეს უსაფრთხოება საერთოდ უგულებელყოფილი იყო, იმიტომ, რომ ბევრი ავტომობილი, რომელიც დღეს გადაადგილდება ტექდათვალიერების გარეშე არიან. ასევე ბევრი ავტომობილი, სატვირთო გადაკეთებულია სამგზავრო ავტომობილად. რაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება. ამ ყველაფრის მონიტორინგი დაიწყო სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ“, - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები