უსაფრთხოების ნაწილი ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტია და შემდეგ არის კომფორტი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. ლევან გამყრელიძის თქმით, ბევრმა გადამზიდავმა სატვირთო ავტომობილი სამგზავრო ავტომობილად გადააკეთა, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა.
„უმნიშვნელოვანესია მგზავრების უსაფრთხოება. უსაფრთხოების ნაწილი ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტია და შემდეგ არის კომფორტი. ეს უსაფრთხოება საერთოდ უგულებელყოფილი იყო, იმიტომ, რომ ბევრი ავტომობილი, რომელიც დღეს გადაადგილდება ტექდათვალიერების გარეშე არიან. ასევე ბევრი ავტომობილი, სატვირთო გადაკეთებულია სამგზავრო ავტომობილად. რაც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება. ამ ყველაფრის მონიტორინგი დაიწყო სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ“, - აღნიშნა ლევან გამყრელიძემ.
უახლესი
13 საათის წინ
„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს14 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს15 საათის წინ
ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა15 საათის წინ
რა სერვისს სთავაზობს Kotejebi.ge მომხმარებლებს