მსოფლიო ბანკმა 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა 4,8%-მდე შეამცირა. ეს მონაცემი 0,2%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.
მსოფლიო ბანკის იანვრის ანგარიშის თანახმად, ბევრი განვითარებადი ეკონომიკის საშუალოვადიანი პერსპექტივა გაუარესებულია, რაც გლობალური ვაჭრობის სტაგნაციასა და საკრედიტო პირობების გამკაცრებას უკავშირდება.
2025 წელს, მსოფლიო ბანკი საქართველოში მშპ-ის 4,5%-ით ზრდას ვარაუდობს. ეს მაჩვენებელი 0,5%-ით არის გაუარესებული ივნისის პროგნოზთან შედარებით.
მსოფლიო ბანკის პროგნოზი, როგორ გაიზრდება 2024 წელს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა:
საქაართველოს მთავრობის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით გაიზრდება.
უახლესი