საქსტატის ინფორმაციით, მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან თვიურ ჭრილში ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7%, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
რძე, ყველი და კვერცხი (-5.2%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (-5%),
პური და პურპროდუქტები (-2.3%).
ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (4%),
ყავა, ჩაი და კაკაო (1.5%),
თევზეული (1.1%),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (1%).
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6%-ით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3%-ით.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7%),
რძე, ყველი და კვერცხი (9.3%),
მინერალური და წყაროს წყალი,
უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.1%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (6.3%),
თევზეული (6%), პური და პურპროდუქტები (1.8%).
სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4%-ით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1%-ით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5%) ქვეჯგუფებზე. წლიურად ფასები 12.9%-ით არის შემცირებული ტრანსპორტზე, რაც რაც 1.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2%).
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.5%-იანი კლება, რაც -0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7%).
უახლესი