2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 330,873.30 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, რაც 26%-ით მეტია 2022 წლის გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვეში სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) საიმპორტო ღირებულებამ 262,510.73 ათასი დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში იმპორტირებული მობილური ტელეფონების საერთო ღირებულების 50%-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოდის, ხოლო 21%-ი ჩეხეთზე.
სად ყიდულობს საქართველო მობილურ ტელეფონებს:
რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას იმპორტი მზარდია. მაგალითად, 2022 წელს ქვეყანამ 330,873.30 ათასი დოლარის მობილური ტელეფონები იყიდა, 2021 წელს კი 323,662.16 ათასი დოლარის.
უახლესი