ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები დაემატა.
შესაბამისი კატეგორიის, თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს, მთელი წლის განმავლობაში, სრული დაფინანსებით მიიღებენ.
შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტი ტიპი 2-ის; პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული აღნიშნული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.
უახლესი