საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, პერიოდულად, სხვადასხვა სასაქონლო ბაზრისთვის ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორულ მონიტორინგს ახორციელებს.
აღნიშნული მიმართულებით, სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს სამშენებლო ცემენტის (პორტლანდცემენტი) წარმოება წარმოადგენს, რომელიც მონიტორინგის ობიექტად შეირჩა.
სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარების ზოგადი დადებითი ტენდენცია იკვეთება, თუმცა არსებობს იმპორტის (როგორც საბოლოო პროდუქტის, ასევე კლინკერის შემთხვევაში) ჩანაცვლების მნიშვნელოვანი არეალი, რომლის მიღწევისთვის საჭირო ადგილობრივი ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებები ამ ეტაპზე სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით არ იკვეთება.
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტი: https://gcca.gov.ge/uploads.../antidumping/tmp/phpgyfBNv.pdf
უახლესი