დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 57.14 მლრდ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 57.14 მლრდ ლარი შეადგინა

26-08-2024 21:57:00

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 202.32 მლნ ლარით (0.35%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და ივლისის ბოლოს 57.14 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 420.90 მლნ ლარით (1.34%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 623.23 მლნ ლარით (2.41%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.35%-ით).

 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.37 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.51%-ით მეტი).

 

2024 წლის ივლისის განმავლობაში 0.77%-ით, ანუ 227.90 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 29.74 მლრდ ლარი შეადგინა.

 

2024 წლის ივლისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.76 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.93 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები