ქართული კომპანიები შანხაიში დაგეგმილ China International Import Expo-ზე იქნებიან წარმოდგენილები. როგორც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში China International Import Expo – CIIE, რომელიც 5-10 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ შანხაიში, გაიმართება.
საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საკვები და სასმელი პროდუქტებისა და საფეიქრო ინდუსტრიის (ე.წ. Consumer Goods) პავილიონებში.
იმ კომპანიებმა, რომელთაც აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობის სურვილის აქვთ რეგისტრაცია 26 აგვისტომდე უნდა გაიარონ.
საკვები და სასმელი ინდუსტრია: bit.ly/3OdTEuY
საფეიქრო ინდუსტრია : bit.ly/3OeQl6O
უახლესი