დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაყიდვები და ბრუნვა პანდემიამდე მაჩვენებელს უბრუნდება - „ლილო მოლი“ წელს აჯამებს

გაყიდვები და ბრუნვა პანდემიამდე მაჩვენებელს უბრუნდება - „ლილო მოლი“ წელს აჯამებს

07-12-2023 13:00:00

სავაჭრო ცენტრ ,,ლილო მოლში“ მიმდინარე სეზონი დადებითად ფასდება. 2022 წელთან შედარებით, რეალიზაცია გაიზარდა. თუმცა დიდი მოცულობით გაყიდვების ზრდას სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია დეკემბერში ელოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მან Business Insider Georgia- თან განაცხადა.

„გარკვეული ზრდა შეიმჩნევა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „ლილო მოლში“ საახალწლო ვაჭრობა აქტიურ ფაზაშია. 4-ათასამდე მეწარმე მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. არის ფასდაკლებები და სავაჭრო სივრცე მზადაა მომხმარებლის მისაღებად“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

„საახალწლო სეზონი ასტიმულირებს რეალიზაციას, თუმცა ჩვენი სავაჭრო ცენტრი უმეტესად მაინც ადგილობრივ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომელიც ყველა სეზონზე ინარჩუნებს მოთხოვნას, წელსაც ასეა. ახალი წლის სეზონზე რეალიზაცია ორმაგდება ხოლმე, ვფიქრობთ, ეს მოცემულობა წელსაც გვექნება“, - ამბობს გიორგი კვარაცხელია.

მისი თქმით, „ლილო მოლის“ გაყიდვები და ბრუნვა COVID19 -ის პანდემიამდე მაჩვენებელს უბრუნდება.

სავაჭრო ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ 2023 წელს „ლილო მოლში“ მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა, აშენდა ახალი პავილიონები და დღეს სავაჭრო სივრცე 35 ჰექტარზეა წარმოდგენილი.

რაც შეეხება 2024 წელს „ლილო მოლი“ გაფართოებას გეგმავს. თუმცა სავაჭრო ცენტრის დირექტორი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ,,ლილო მოლი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. სავაჭრო ცენტრში 5000-ზე მეტი ობიექტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.

ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში კომპანიამ მოადინა შერწყმა შპს „სეტ-ლი“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარა“. 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვმა - 342 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება მფლობელებს, შპს „ლილო მოლის“  1%-1%-ს ლევან გაგუა და ნიკოლოზ უსანეთაშვილი ფლობენ. 1.5%-ს კონსტანტინე კაპანაძე, 8.525% დავით გავაშელი, 2.285% მარიკა გავაშელი,  2% დავითი გაგუა, 2% ილია ბადრიაშვილი, 0.5% ლევან ანდღულაძე, 1% ბაჩო კაპანაძე, 2% გიორგი კვარაცხელია, 0.46% იოსებ საყვარელიძე, 15.485% გია ანდღულაძე, 14.285% გიორგი გაგუა, 01006001848 11.285% თენგიზ გავაშელი, 01003002124 11% ვაჟა უსანეთაშვილი, 12.785% ილია შონია, 13.79% გიორგი საყვარელიძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები