კომპანია „დარი“ ორი დის იდეათა შერწყმით შეიქმნა, რომელთაც განსხვავებული, კონცეპტუალური სივრცის შექმნის სურვილი ჰქონდათ.
„ზოგადად, ეს იდეა მე და ჩემს დას დიდი ხანი გვქონდა. გვინდოდა გაგვეკეთებინა ყვავილების მაღაზია, მაგრამ არ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო უბრალოდ ყვავილების მაღაზია. გვინდოდა სალონური ტიპის, კონცეპტუალური სივრცე ყოფილიყო. შესაბამისად, დრო გამოჩნდა ისეთი რაღაც, ერთდროულად აღმოვჩნდით ერთი და იგივე ხაზზე მე და ჩემი ცხოვრებისეულად, როცა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს მაღაზია და შეგვესხა ხორცი იმ იდეისთვის რაც დიდი ხანი გვქონდა. სახელს რაც შეეხება, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, როცა უკვე ფართიც ვიქირავეთ და ჩავერთეთ ამ საქმიანობაში აქტიურად , სახელზე დიდხანს მოგვიწია ფიქრი და სრულიად შემთხვევით ჩემმა დის შვილმა პატარა 10 წლის ბიჭუნამ, მოგვიფიქრა სახელი და თავადვე მოაყოლა ესე რომ ვთქვათ კონცეფცია სახელის რა იყო. „დარი“, როგორც მზიანი და დარიანი ამინდია ჩვენს მაღაზიაში მომსვლელ სტუმრებს უნდა ჰქონოდათ ისეთი განცდა, რომ გარეთ მიუხედავად ცუდი ამინდისა ჩვენთან მოსვლის შემდეგ ყოფილიყო დარიანი და კარგი ამინდი მათთვის. და ეს სახელიც დავტოვეთ, რადგან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. გვინდოდა აუცილებლად ქართული სახელი ყოფილიყო, ქართული სიტყვა ყოფილიყო, პატარა ყოფილიყო, დასამახსოვრებლად. მარტივი ისე, რომ ლათინურადაც ლამაზი ყოფილიყო. მოკლედ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ჩვენმა პატარა 10 წლის კრეატიულმა ბიჭუნამ ესე მოგვიფიქრა სახელი და ჩვენც ამის შემდეგ ბევრი აღარ გვიფიქრია“, - განაცხადა ყვავილების მაღაზია „დარის“ დამფუძნებელმა ანა მალუტაშვილმა.
ყვავილების მაღაზიას განსხვავებული კონცეფცია გამოარჩევს. მაღაზიის სივრცეში სხვადასხვა სახის მასტერკლასები ეწყობა.
„მიმდინარე სიახლეები რაც გვაქვს, არის ის რომ დავამატეთ მასტერკლასები ჩვენს სივრცეში, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს და შევსებასაც საჭიროებდა. ახალი წლის პერიოდში დავამატეთ ეს მასტერკლასები სხვადასხვა სახის. მაგ: იყო ორცხობილას მოხატვის მასტერკლასი, იყო კერამიკის სანთლის დამზადების, დეკორაციების და ა.შ. მასტერკლასები. იქიდან გამომდინარე, რომ გაამართლა ამ მიმართულებამ გადავწყვიტეთ დავტოვოთ და არამარტო მხოლოდ საახალწლო სახე ჰქონდეს ამ ყველაფერს, არამედ მთლიანი წლის განმავლობაში იქნება ჩვენს მაღაზიაში სხვადასხვა აქტივობები. ხდება შესაბამისი მენტორის მოწვევა და ვქმნით ჯგუფებს კონკრეტულ დღეებში. ეს ჯგუფები არის ზოგ შემთხვევაში შეზღუდული რაოდენობით. იქიდან გამომდინარე რას იტევს ჩვენი სივრცე. ვქმნით ჯგუფებს მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ინდივიდუალურად მაგალითად სამეგობროს უნდოდა მოსვლა და მათთვის ცალკე სპეციალურად დავამატეთ ჯგუფი და გავაკეთეთ მასტერკლასი.
გარდა ყვავილებისა და სადღესასწაულო აქსესუარებისა დავამატეთ ტკბილეული. ტკბილეულიც არის ხელნაკეთი და არ არის ქარხნული. ექსკლუზიურია, ჩვენია და კარგი გამოხმაურება მოჰყვა ამასაც. იმიტომ, რომ საახალწლოდ გვქონდა ტკბილეულის ყუთებიც და ძალიან კარგი უკუკავშირი იყო“, - აღნიშნა ყვავილების მაღაზია „დარის“ დამფუძნებელმა ანა მალუტაშვილმა.
კომპანია „დარი“ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში ბევრი ერთგული მომხმარებელიც შეიძინა. კომპანიის ძირითადი აქცენტი ხარისხზე კეთდება .
„ბაზარზე კომპანია 2023 წლის ოქტომბრის თვეში გამოჩნდა. ზოგადად, ბევრი ლოიალური მომხმარებელი შევიძინეთ, რომლებიც მუდმივად, კვირაში ერთხელ მოდიან ჩვენთან იმისთვის, რომ სახლი გაილამაზონ და განწყობა გაიუმჯობესონ ყვავილებით და მათი ნდობა ნამდვილად დავიმსახურეთ და მოვიპოვეთ. იმით რომ ყოველთვის ვცდილობთ ხარისხიანი ყვავილი გვქონდეს და ახალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როცა ადრესატი იღებს ყვავილს, თუნდაც საჩუქარი იყოს, თუნდაც სახლისთვის მიჰქონდეს. ამიტომ ამ ყველაფრის ფონზე კარგი გამოხმაურებები გვაქვს და კარგი შედეგები იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი გვყავს გარშემო, რომლებიც ჩვენი ლოიალური მომხმარებლები არიან “, - ამბობს ყვავილების მაღაზია „დარის“ დამფუძნებელმა ანა მალუტაშვილმა.
2025 წელს კომპანია გაფართოებას და უფრო მეტი აქტივობის დამატებას გეგმავს.
„2024 წელს რაც შეეხება იყო სამწუხაროდ გვქონდა ჩავარდნები ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ნამდვილად გასაკვირი არავისთვის არ იქნება. ყველა დაახლოებით ერთ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მთლიანობაში ვიტყვი იმას, რომ ჩვენც როგორც კომპანია გავიზარდეთ იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი რაღაც ვისწავლეთ, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე და წელს უფრო სხვა თვალით შევხედავთ ყველა დღესასწაულს, თუ ყველა პრობლემას. 2025 წლის გეგმებს რაც შეეხება გაფართოება გვინდა იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა უფრო აქტიურად წინ წამოვწიოთ ღონისძიებების გაფორმება და ჩვენ სივრცეში აქტივობები “, - განმარტა ყვავილების მაღაზია„დარის“ დამფუძნებელმა ანა მალუტაშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს