2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 0,1%-იან კლებას აჩვენებს.
როგორც Business Insider Georgia-ს მიერ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წელს კომპანია სულ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც 53%-ი მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრთნაკადია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გატარებული მგზავრთნაკადი ასე გამოიყურება:
მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) -150 432 097 მგზავრი (კლება 1,6%)
M3 კატეგორიის ავტობუსი -169 354 506 მგზავრი (ზრდა 1%)
საბაგირო - 2 352 624 მგზავრი (ზრდა 13,9%)
ხოლო რაც შეეხება 2023 წლის მგზავრთნაკადს, მანდ 322 622 852 მგზავრი შეადგინა, მათ შორის:
მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) -152 940 640 მგზავრი,
M3 კატეგორიის ავტობუსი -167 616 369 მგზავრი,
საბაგირო - 2 065 843 მგზავრი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით
კომპანიაში დასაქმებულია 6’492-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული
უახლესი
5 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს