თბილისის სატრანსპორტო კომპანია დღეში საშუალოდ 880 160 მგზავრს ემსახურება. როგორც Business Insider Georgia-ს მიერ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წელს მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი ნოემბერში, მუნიციპალურ ავტობუსებს აპრილში, ხოლო საბაგიროს აგვისტოში ჰყავდა.
2024 წელს მგზავრთა ნაკადის ყველაზე მაღალი რაოდენობა თვეების მიხედვით:
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საშუალოდ დღეში 880 160 მგზავრს ემსახურება.
2024 წელს მგზავრთა ნაკადის პიკი დღეების მიხედვით:
2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 0,1%-იან კლებას აჩვენებს. 2024 წელს კომპანია სულ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც 53%-ი მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრთნაკადია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით
კომპანიაში დასაქმებულია 6’492-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული
უახლესი
3 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს