დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა

16-01-2025 15:00:00

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 2024 წელს ქვეყანაში 1 759 743 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც წლიურ ჭრილში 5%-იანი ზრდაა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 1 680 436 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოსათვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილები 41%-ი თბილისშია რეგისტრირებული. 

ასევე, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 12%-ი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილებია.

ავტომობილების განაწილება საქართველოში (2024 წელი)

MERCEDES-BENZ - 218205

TOYOTA - 192423

FORD - 170770

VAZ- 153427

OPEL- 146916

BMW - 82733

VOLKSWAGEN - 75256

NISSAN - 70463

HONDA - 69250

MITSUBISHI - 55803

არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ყველაზე მეტი თეთრი ფერისაა, ხოლო საწვავს ტიპს - ბენზინი ლიდერობს.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები