დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bank of Georgia Group-ის შვილობილმა, Ameriabank-მა $200 მილიონის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი IFC-სთან

Bank of Georgia Group-ის შვილობილმა, Ameriabank-მა $200 მილიონის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი IFC-სთან

16-01-2025 13:59:00

საქართველოს ბანკის ჯგუფი აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა, ამერიაბანკმა, ხელი მოაწერა 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციასთან (IFC).

თანხის ნახევარი მიმართული იქნება კლიმატის პროექტების დაფინანსებისთვის, მეოთხედი - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ხოლო დარჩენილი მეოთხედი ქალი მიკრო, მცირე, და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის.

"აღნიშნული გრძელვადიანი სესხი IFC-სა და სომხეთის ბანკებს შორის გაფორმებული ყველაზე დიდი შეთანხმებაა. ის არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ მიზნებითაც უნიკალურია: ბიზნესის ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც მიემართება კლიმატური გამოწვევების მოგვარებას, ქალ მეწარმეთა გაძლიერება და სომხეთისათვის მდგრადი მომავლის შექმნა“, - განაცხადა Ameriabank-ის გენერალურმა დირექტორმა არტაკ ჰანესიანმა.

 

"ეს პარტნიორობა არის IFC-ის სტრატეგიის ნაწილი, რათა გაზარდოს კერძო ინვესტიციები მდგრად განვითარებაში. Ameriabank-ი კლიმატური ფინანსირების ლიდერია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღნიშნული მიზნების მიღწევაში. გრძელვადიანი დაფინანსების მიწოდებით ჩვენ მიზნად ვისახავთ ვაჩვენოთ კლიმატური დაფინანსების მასშტაბის ზრდას სომხეთის ფინანსურ

სექტორში“, - აღნიშნა IFC-ს რეგიონალურმა მენეჯერმა მარსელო კასტელანოსმა.

"ეს ტრანზაქცია ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და სომხეთის მზარდი ეკონომიკის გაძლიერებას.  Ameriabank-ი  სომხეთში ერთ-ერთი წამყვანი ბანკია , რომელიც აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და ადგილობრივი ბიზნესისთვის პოზიტიური ცვლილებების შექმნას. დიდი მადლობა IFC-სა და  Ameriabank-ის გუნდებს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა Bank of Georgia Group-ის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები