დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბელგრადი საქართველოს ევროპის ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორების გაერთიანებასთან ურთიერთობის გაღრმავებაში დაეხმარება

ბელგრადი საქართველოს ევროპის ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორების გაერთიანებასთან ურთიერთობის გაღრმავებაში დაეხმარება

16-01-2025 13:42:00

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და ბელგრადის უსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა ლუკა ოკუკამ ხელი მოაწერეს რეგიონული უსაფრთხოების საკოორდინაციო მომსახურების ხელშეკრულებას, რომელიც ევროპის ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორების გაერთიანებასთან (ENTSO-E) საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაში მხარდაჭერას გულისხმობს.

ამასთან, მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება უზრუნველყოფს მხარდაჭერას ინდივიდუალური ქსელის მოდელის შემუშავების მხრივ, ENTSO-E-ს სტანდარტების გათვალისწინებით. რეგიონული საკოორდინაციო ცენტრები ევროკავშირის 2019/943 რეგულაციის მიხედვით შეიქმნა. მათ შორისაა ბელგრადის უსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე. მისი მომსახურებით სარგებლობენ მოლდოვის, უკრაინისა და თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორები.

საკოორდინაციო ცენტრი აუმჯობესებს გადამცემი სისტემის ოპერატორების კოორდინაციის ხარისხს, უზრუნველყოფს რეალურ დროში ოპერაციულ დაგეგმვას, და ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერაციულ უსაფრთხოებას, ამცირებს რისკებს და მათი რეალიზაციის შემთხვევაში ამსუბუქებს ზიანს.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები