დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტურიზმის სექტორმა ჩინეთის და ინდოეთის ბაზრები ეფექტი უკვე დაინახა და სასურველი იქნება, თუ ინდოეთიდან უფრო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანაზე გაკეთდება აქცენტი - ჰოტელიერი

ტურიზმის სექტორმა ჩინეთის და ინდოეთის ბაზრები ეფექტი უკვე დაინახა და სასურველი იქნება, თუ ინდოეთიდან უფრო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანაზე გაკეთდება აქცენტი - ჰოტელიერი

16-01-2025 14:00:00

2024 წელი ტურიზმისთვის ნამდვილად იყო პოზიტიური, - აცხადებს ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი და ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი. მისი თქმით, 2024 წელს 2023 წელთან შედარებით საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შემოდინების კუთხით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა.

„გეტყვით, რომ საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით ნამდვილად უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე 2023 წელს. უბრალოდ გამიკვირდა, რომ ისრაელიდან 300 ათასზე მეტი ვიზიტორის შემოსვლა დაფიქსირდა, მაგრამ ალბათ ინდივიდუალური ჯავშნები გაიზარდა. გასულ წელს ისრაელში საკმაოდ რთული ვითარება იყო და ამ ფონზე ჯგუფური ჯავშნების ნაწილი გაგვიუქმდა. სავარაუდოდ ბათუმში და მოკლე ვადიანი ტურებით იყვნენ შემოსულები. 

ასევე გამიკვირდა, საუდის არაბეთიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რატომღაც უფრო მეტი მეგონა, რადგანაც სასტუმროებში საკმაოდ დაგვიფიქსირდა ამ ქვეყნიდან მატება“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი

ჰოტელიერი ამბობს, რომ მის მაგალითზე 2024 წელს საკმაოდ აქტიურობდნენ ვიზიტორები პოლონეთიდან, ყაზახეთიდან.

„საუბარი მაქვს უფრო ჯგუფურ ტურებზე. ისრაელიდანაც გვყავდა საკმაოდ რაოდენობით ვიზიტორები, მაგრამ არა იმ მაჩვენებლებით, რაც 2023 წელს იყო. 

ჯგუფური ტურიზმის კუთხით აქტიური იყო ასევე ტაილანდი. აქტიურობა იყოს ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან“, - აცხადებს მურაჩაშვილი. 

ჰოტელიერი ამბობს, რომ ტურიზმის სექტორმა ჩინეთის და ინდოეთის ბაზრები ეფექტი უკვე დაინახა და სასურველი იქნება, თუ ინდოეთიდან უფრო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანაზე გაკეთდება აქცენტი.

„ჩინეთის ბაზრის ეფექტი უკვე გამოჩნდა, რადგანაც ძალიან ბევრი ჯგუფები შემოდიან და წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით. რაც შეეხება ინდოეთს, გარკვეული ძვრები შეინიშნება. თუმცა საუბარია არამაღალბიუჯეტურ ტურებზე. თუმცა ეს უფრო ჩვენი კერძო სექტორის სიფრთხილის ამბავია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ერთმანეთთან კონკურენციის გამო ეს ხალხი დაბალბიუჯეტური ტურებით არ შემოვიყვანოთ“, - ამბობს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები