დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს

თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს

16-01-2025 13:00:00

თურქეთი მიზნად ისახავს 2026 წლისთვის მეხუთე თაობის (5G) ფიჭური კომუნიკაციების დანერგვას.

ამის შესახებ, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ საკუთარ  ვიდეო მიმართვაში აღნიშნა. 

„ჩვენ ჩავატარებთ ტენდერს 2025 წელს ეროვნული 5G საკომუნიკაციო ქსელის შექმნის პროექტზე და ვგეგმავთ მისი პირველი სიგნალის მიღებას 2026 წლისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცოტა ხნით ადრე, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ქვეყნის ტერიტორიაზე 5G ქსელების ტესტირების დაწყების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მათი გამოყენების ნებართვა 30-მა ორგანიზაციამ, მათ შორის სტამბულის საერთაშორისო აეროპორტმაც მიიღო.

მობილურის მომხმარებელთა რაოდენობა ქვეყანაში დაახლოებით 87 მილიონია, აქედან თითქმის 81 მილიონი იყენებს 4.5G ქსელს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები