საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 2024 წელს ქვეყანაში 1 759 743 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც წლიურ ჭრილში 5%-იანი ზრდაა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 1 680 436 ავტომობილი იყო რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოსათვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილები 41%-ი თბილისშია რეგისტრირებული.
ასევე, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 12%-ი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილებია.
ავტომობილების განაწილება საქართველოში (2024 წელი)
MERCEDES-BENZ - 218205
TOYOTA - 192423
FORD - 170770
VAZ- 153427
OPEL- 146916
BMW - 82733
VOLKSWAGEN - 75256
NISSAN - 70463
HONDA - 69250
MITSUBISHI - 55803
არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ყველაზე მეტი თეთრი ფერისაა, ხოლო საწვავს ტიპს - ბენზინი ლიდერობს.
უახლესი
3 საათის წინ
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა