დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადაიხადე PLUS და MR ქულებით და მიიღე ფასდაკლება 20-მდე სასტუმროში

გადაიხადე PLUS და MR ქულებით და მიიღე ფასდაკლება 20-მდე სასტუმროში

02-03-2025 14:45:00

საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებისთვის კარგად ნაცნობია PLUS და MR ქულების სისტემა – ყოველი გადახდისას ავტომატურად აგროვებთ ქულებს, შემდეგ კი მათი გადაცვლა სხვადასხვა ნივთსა თუ მომსახურებაში შეგიძლიათ. MR ქულებს საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები აგროვებენ, ხოლო PLUS ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას ხდება, გამორჩეულად მეტი PLUS ქულა კი PLUS ბარათით გროვდება.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებლებს – აპრილის ბოლომდე, 20-მდე პარტნიორ სასტუმროში PLUS და MR ქულებით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის შემდეგ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დასასვენებლად წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი.

სად შეგიძლიათ ისარგებლოთ შეთავაზებით?

კახეთი

კახეთი ყველა სეზონზე თავისებურად ლამაზია, გამონაკლისი არც გაზაფხულია, როცა თბილი მზით განათებული მინდვრები და ახლადამწვანებული ვენახები ნელ-ნელა გამოღვიძებას იწყებს. საქართველოს ბანკის შეთავაზება კახეთის ხუთ სასტუმროზე იმოქმედებს. მათ შორისაა ამბასადორი კაჭრეთი, ჩოგბურთისა და გოლფის კორტებით, წინანდლის რედისონი, თავისი ისტორიული მარნით, მუზეუმითა და პარკით და ყვარლის ტბა, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობით.


სამთო კურორტები

მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანს და  გუდაურსა უმეტესად ზამთრის კურორტებად ვიცნობთ, მათი უნიკალური ბუნება, მთები, ტყეები და ჰავა გაზაფხულზეც შესანიშნავი გადაწყვეტილებაა დასასვენებლად. სამთო კურორტებიდან გამორჩევა სხვანეთიც, სადაც დასასვენებლად წასვლა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა. Marco Polo, Bakuriani Inn, Best Western Gudauri და Gistola იმ სასტუმროების ჩამონათვალია, სადაც საქართველოს ბანკის შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ და მონატრებული გაზაფხულის პირველ მზის სხივებს მაღლმთიან ადგილას შეხვდეთ.

ქუთაისი

ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია, სადაც წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესოა მოგზაურობა. ყოველ ჩასვლაზე შეგიძლიათ ახალ-ახალი ადგილები აღმოჩინოთ, ამ გამოცდილების მიღებაში კი ხშირად სასტუმროები გვეხმარება. ქუთაისში მასპინძლობას ორი თანამედროვე სასტუმრო  გაგიწევთ – Best Western Kutaisi და Kutaisi Inn, სადაც PLUS და MR ქულებით გადახდისას ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.


ბორჯომი/საირმე

თუ გაზაფხულის პირველი დღეების გატარება მშვიდ გარემოში გაქვთ გადაწყვეტილი, ბორჯომი და საირმე იდეალური ვარიანტებია, სადაც ფიჭვნარი ტყეები და მთის სუფთა ჰაერი დაგხვდებათ. სასტუმროები Borjomi Likani და Borjomi Palace ბორჯომის ცენტრში, წიწვოვანი ტყეების შუაგულში მდებარეობს, სულ ახლოს მინერალური წყლის საბადოებისგან, რითიც ეს ადგილი გამოირჩევა.  რაც შეეხება საირმეს, საქართველოს ბანკის შეთავაზება აქ ორ სასტუმროში – Crown Plaza-ში და  Sairme Resort-ში იმოქმედებს.

გორი

გორი მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობებით არ არის გამორჩეული. ქალაქში დაგხვდებათ თანამედროვე სასტუმრო Gori Inn, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და კომფორტული დასვენების ყველა პირობას გთავაზობთ. სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილია გამწვანებული პარკი,  სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუზითაც ისარგებლოთ, აქტიური დასვენების მოყვარულებს კი სასტუმროში ველოსიპედებიც დახვდებათ.


ქულების დაგროვება და გადაცვლა

PLUS ქულების დაგროვება ძალიან  მარტივია – ნებისმიერი გადახდისას ისინი ავტომატურად ემატება თქვენს ანგარიშს. ხშირად, სასიამოვნო მოულოდნელობაა, როცა აღმოაჩენთ, რომ საკმარისი ქულები დაგიგროვდათ სასურველი პროდუქტის ან მომსახურების მისაღებად. გაზაფხულის სეზონზე  PLUS ქულების გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათი გადაცვლაა სასტუმროების ფასდაკლებებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრები L-ის მფლობელები PLUS ქულებით გადახდისას დამატებით 10% ფასდაკლებით სარგებლობენ.  შესაბამისად, პარტნიორ სასტუმროებში 30% ფასდაკლებით ისარგებლებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის და სასტუმროების სრული ჩამონათვალის სანახავად, შეგიძლიათ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვრდს ეწვიოთ.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები