მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

ვგეგმავთ ონლაინ გაყიდვების გაძლიერებას - ,,ღვინის ემოცია"

news image

გავხსენით საკუთარი შოურუმი და ავიყვანეთ მეტი თანამშრომელი, - ასე აფასებს Emocia Wines-ს 2024 წლის საქმიანობას.
„ 2024 წლის 15 მარტს გავხსენით საკუთარი შოურუმი, რომელსაც ასე ელოდებოდა მომხმარებელი. თუ აქამდე ამდენი წელი ონლაინ გვენდობოდნენ და ყიდულობენ ახლა ადგილზე შერჩევის საშუალებაც აქვთ. გვაქვს ჩვენი საკუთარი ოფისი, ავიყვანეთ მეტი თანამშრომელი, ვართ გუნდი და კიდევ ვიზრდებით“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.

საგულისხმოა, რომ კომპანიის ნამუშევრები რამდენიმე წელია ნიუ-იორკში ერთ-ერთ აქსესუარებისა და სუვენირების მაღაზიაში იყიდება.

„ჩვენი ნამუშევრები იყიდება ნიუ-იორკში. არსებობს მაღაზია, სადაც იყიდება ასეთი ტიპის სუვენირები და სამკაულები. დაახლოებით, 3 წელია ამ მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ. გვინდა გავაძლიეროთ ონლაინ გაყიდვები ევროპისა და ამერიკის მიმართულებით“, - განმარტავს  თამარ აბულაძე.

„ღვინის ემოციის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ აქტიურად იგეგმება კომპანიის მხრიდან ონლაინ გაყიდვების გაძლიერება.

„ჩვენი საკუთარი ვებ გვერდისა და სოც - ქსელებისა,  გაყიდვებისთვის ვიყენებთ კიდევ VELI.store-ს, Extra.ge-ს და mymarket.ge-ს. ასევე ვგეგმავთ, გვქონდეს უფრო განვითარებული კონტენტი. იდეის დონეზე ვფიქრობთ და სურვილი გვაქვს, რომ ბათუმშიც გავხსნათ ჩვენი მაღაზია “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Emocia Wines ქართული ბრენდია, რომელიც 2020 წელს გაჩნდა. ჩვენ ვქმნით სრულიად განსხვავებულ სუვენირებს, სამკაულებს და აქსესუარებს ღვინის თემატიკის გარშემო.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა