„ჟოლის“ ისტორია სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომპანია ძირითადად, ტექსტილის მიმართულებით მუშაობს. Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს ანა ჯალაღანიას ესაუბრა.
„კომპანია ძალიან რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ძირითადად, ვმუშაობთ სახლის ტექსტილზე. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა განსხვავებული და ბაზარზე არსებულის მსგავსი. დავიწყეთ სუფრებით, რანერებით და ხელსახოცებით. თუმცა, უახლოეს დღეებში ჩავუშვებთ წინსაფრებს, საპურეებს, ბალიშებს და მსგავს სახლის ტექსტილს. ჩვენი მიზანი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზებაა“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ანა ჯალაღანიას თქმით, „ჟოლის“ პროდუქციაზე ინტერესი და მოთხოვნა მზარდია.
„ძალიან ცნობადები ჯერ არ ვართ, თუმცა ვისაც ჩვენი პროდუქტი მივაწოდეთ ყველა არის ძალიან აღფრთოვანებული და დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჯერ ძალიან მცირე მასშტაბით ვართ და ნელ-ნელა ვიკრეფთ ტემპს“, - აცხადებს ანა ჯალაღანია.
კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია - ერთ-ერთი, პროდუქციის განსხვავებულობაა.
„ჩვენი პროდუქცია არის ფერადი და განწყობაზე ძალიან დადებითად მოქმედებს, ასევე არის მაღალი ხარისხის, რაც მეტყველებს და ხაზს უსვამს იმას, რომ ძალიან მარტივად მოსახმარია. ლაქებს არ იტოვებს. ალბათ, ჩვენი ნიშა მაინც განსხვავებული ფერებია“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ჯალაღანია.
„ჟოლი“ სამომავლოდ, მაღაზიის გახსნას გეგმავს. ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.
„გაფართოების კუთხით ცხადია პროდუქტებს ნელ-ნელა დავამატებთ - დამოკიდებულები ვართ მაინც ცნობადობაზე. სამომავლოდ, სხვა ქვეყნებთან გვინდა გვქონდეს კომუნიკაცია. პოლონეთი გვაქვს ერთ-ერთი სამიზნე, მოლაპარაკებები გვაქვს იქ რამდენიმე მაღაზიასთან. რაც ყველაზე მთავარია თბილისში მაღაზია არ გვაქვს. ჯერ დავიწყეთ ონლაინ. ამიტომ ჩვენი პირველი მიზანი რაც არის მივცეთ მომხმარებელს შესაძლებლობა იმისა, რომ რეალურად ადგილზე ნახოს და შეაფასოს ჩვენი პროდუქცია “, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ჯალაღანია.
უახლესი
14 წუთის წინ
სასტუმრო Gudauri Inn გაფართოვდა10 საათის წინ
სად ყიდულობს საქართველო ყვავილებს