ევროზონაში უმუშევრობა ოქტომბერში წინა თვის დონეზე შენარჩუნდა - 6,3%. ამის შესახებ ევროკავშირის ევროსტატის სტატისტიკური სამსახური იტყობინება.
Trading Economics-ის გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა, ინდიკატორის გადახედვის პროგნოზი არ გააკეთეს. საგულისხმოა, რომ უმუშევრობის დონის ამჟამინდელი მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.
2023 წლის ოქტომბერში უმუშევრობის დონე 6,6%-ზე იყო
უმუშევართა რაოდენობა რეგიონში ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 3 ათასით, 10,841 მლნ-მდე შემცირდა.
უმუშევართა წილი ახალგაზრდებში (25 წლამდე მოსახლეობა) 14,9%-დან 15%-მდე გაიზარდა. ეს გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონეა.
უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ევროზონის უმსხვილეს ქვეყნებს შორის დაფიქსირდა გერმანიაში (3,4%, იგივე, რაც ერთი თვის წინ), ყველაზე მაღალი ესპანეთში (11,2%, ასევე უცვლელი). საფრანგეთში უმუშევრობა ოქტომბერში 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7,6%-ს მიაღწია, იტალიაში კი 0,2 პროცენტული პუნქტით 5,8%-მდე შემცირდა.
უახლესი