დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს - ირაკლი კობახიძე

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს - ირაკლი კობახიძე

02-12-2024 21:04:00

ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პირდაპირ დაეტყობა ეს ლარის კურსს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული მუდმივი ქვეყნის არევის მცდელობა, საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი.

„ყოველი ასეთი პროცესების დროს იყო მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას, ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დღეებში ლართან დაკავშირებით, იგივე იყო ზუსტად წინა აქციების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა ერთი რამ, რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული ეს მუდმივი ქვეყნის არევის მცდელობა, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი. ჩვენ გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები. ეს არის დროებითი მოვლენა. როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პრაქტიკულად აქეთკენ მიდის პროცესი, მაშინვე ეს პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს. ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს არის დროებითი მოვლენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები